სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთან უფრო აქტიური და გამჭირვალე ურთიერთობების მიზნით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ცხელი ხაზი ამოქმედდა.
დაინტერესების შემთხვევაში Nნებისმიერ მოქალაქეს, თუ თვლის, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები არასათანადოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან თუ მიაჩნია, რომ მისი უფლებები ირღვევა, ან ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისას მისი გადამოწმების მიზნით შეუძლია მომართოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 60 11 60.