თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გზებზე დღეიდან შეზღუდვები დაწესდება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო ბარათაშვილის ხიდიდან გორგასლის ქუჩამდე დაიკეტება და ავტომანქანები
და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი იმოძრავებენ.
ხვალ, 22 ოქტომბერს ერთი დღით მეტეხის ხიდი დაიკეტება, ხოლო 23-24 ოქტომბერს შეზღუდვები ლესელიძის ქუჩაზე დაწესდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაულის კვირეული დღეს გაიხსნა.