დღეს, 21 ოქტომბერს, ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა "შეხვედრა ფიროსმანთან III" იხსნება. ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველო-გერმანიის საზოგადოების და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში იმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროექტის მიზანია ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაცია და უკვე სამი წელია რაც იმართება.
პირველი, საცდელი პროექტის იდეა და ორგანიზება ბერლინელ მოქანდაკესა და ხელოვანს ჰანს შაიბს ეკუთვნის.
თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ნიკო ფიროსმანის ხუთი ნამუშევარი - გოგონა ლურჯ კაბაში აერბუშტით, ირემი, სოფელი, მზარეული და სააღდგომო ბატკანი.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი, გერმანელი, ავსტრალიელი, იტალიელი და ესპანელი ხელოვანთა ნამუშევრები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველო-გერმანიის საზოგადოება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველო გოეთეს ინსტიტუტი, დოიჩე ბანკი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი, სერგეი მავრიცკის ფონდი.
გამოფენა 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.