გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 13 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა 24 საათში 13 215 შეთხვევა გამოვლინდა.
ამ დროის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების დღიდან, საფრანგეთში ვირუსით ინფიცირების 442 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 26 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი 31 274 პაციენტი გარდაიცვალა.