სადაზღვევო კომპანია "ალფას" წარმომადგენლები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრებიან.
შეხვედრის მიზანია პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულების უფასო გამოკვლევა-გასინჯვა, რომელიც ჩატარდება "ავერსის" კლინიკის ექიმების მიერ. აგრეთვე პანსიონატს გადაეცემა საჭირო ყველა მედიკამენტი.
"ავერსის" კლინიკის ექიმ_სპეციალისტების მიერ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ჩაუტარდებათ ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ქირურგიული, ოფთალმოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და აგრეთვე ექოსკოპიური გამოკვლევები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვთა მომსახურების სააგენტოში შემავალი ყველა "ალფას" დაზღვეულისთვის მსგავსი აქციები მუდმივი ხასიათის იქნება და სადაზღვევო კომპანია ალფა მუდამ იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე.