ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს.
პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო მონიტორინგის ისეთ ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამოქალაქო ორგანიზაციების, მოქალაქეთა და მედიის აქტიურ მონაწილეობას ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შეფასებაში.
კონკურსით გათვალისწინებულია ხუთამდე ყველაზე წარმატებული პროექტის დაფინანსება.
პროექტისთვის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 20 000 აშშ დოლარს.
იგი გათვლილია პერიოდზე, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე მათ პარტნიორ მედია საშუალებებს; საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცითა კოალიციებს, სათემო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს.
მედია საშუალებებს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის საფუძველზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2010 წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი.