ხვალ, 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტი, კლიმატის კვირეულის ფარგლებში დიალოგს გამართავს თემაზე "აფხაზეთის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებების მიმდინარე შედეგების განხილვა".
აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები აფხაზეთში არსებული რთული ეკოლოგიური პროცესების შესახებ ისაუბრებენ.
ხვალინდელ ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კლიმატის კვირეულის ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ხვალინდელი ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის პატრონაჟით, აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში (ყაზბეგის #42) გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები