იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი იოშიჰიდე სუგა აირჩიეს.
მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნებშუ გაარჯვებას თავიდანვე იოშიჰიდე სუგას უწინასწარმეტყველებდნენ. ის იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს ახლო მოკავშირედ და მისი პოლიტიკის გამგრძელებლად მიიჩნევა.
იაპონიის პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება კენჭისყრა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სუგას დასამტკიცებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში უმრავლესობა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელთაა, იოშიჰიდე სუგას პრემიერობას წინ არაფერი უდგას.
არჩევის შემთხვევაში, იაპონიის მთავრობას იოშიჰიდე სუგა 2021 წლის ოქტომბრამდე უხელმძღვანელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ თანამდებობის დატოვების შესახებ გასულ თვეში განაცხადა. ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.