დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, "ბილაინის" აბონენტები კომპენსაციას მიიღებენ.
მობილური ოპერატორი "ბილაინი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის, 19 ოქტომბერს, ქსელის შეფერხებით მუშაობის გამო და ნებისმიერ აბონენტს, რომელიც 19 ოქტომბრის ჩათვლით კომპანიის ქსელში იყო ჩართული, საკომპენსაციოდ ქსელის შიდა ზარებზე სასაუბროდ 60 უფასო წუთს სჩუქნის, რომლის გამოყენებაც მათ ნოემბრის ბოლომდე შეეძლებათ.
21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება ნომერზე - 111 SMS-ის გაგზავნით, ამავე ნომერზე დარეკვით, ან შემდეგი კომბინაციიას * 111 # აკრეფით. ხოლო 28 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება აბონენტთა მომსახურების ცენტრში (0611)-ზე დარეკვით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, ბილაინის ქსელი თბილისის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შეფერხებით მუშაობდა, რაც ქსელის ტექნიკურ ხარვეზებთან იყო დაკავშირებული.