21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ხეების დარგვის აქციას გამართავენ.
მერიის სამსახურის მიერ მოწოდებულ "ჰიმალაის კედრის" ჯიშის 300 ნერგს, საარჩევნო კომისიის წევრები და 100-ზე მეტი თანამშრომელი დარგავენ.
აქციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და ყველა მოქალაქისთვის მაგალითის მიცემა.