დღეს, 21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან.
საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში ელჩები და ალიანსის სახალხო დიპლომატიის სამმართველოს წარმომადგენლები თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.