დღეს, 21 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერია და "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", ევროკავშირის CIUDAD პროგრამის მხარდაჭერით, კინოთეატრ "ქოლგაში" აწყობს ლუკ ბესონისა და იან არტიუს ბერტრანდის დოკუმენტური ფილმის, "სახლის" (Home) ჩვენებას.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფილმის ჩვენება ტარდება კლიმატის კვირეულის ფარგლებში. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე რუსული ტიტრებით, დასწრება თავისუფალია.