უკრაინული პარტიისა და საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა მარინა სოროკამ განაცხადა.
"იულია ტიმოშენკოს ტესტმა კორონავირუსზე უარყოფით შედეგი აჩვენა. კორონავირუსი გადალახულია. ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს. პნევმონია რჩება, მაგრამ მკურნალობა პროგრესირებს და ის მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებასა და მუშაობას", - წერს სოროკა ფეისბუკზე.
ტიმოშენკოს Covid-19-ით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 აგვისტოს გავრცელდა. მაშინ იუწყებოდნენ, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმე იყო.