ხვალ, 21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, Georgian Fashion Weekis ორგანიზატორები და სპონსორები მორიგ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.
22-25 ოქტომბერს თბილისში Georgian Fashion Weekis -ი ტარდება. უცხოელ სტუმართა სიას კიდევ ერთი დიზაინერის სახელი დაემატა.
ორგანიზატორთა განცხადებით, პრესკონფერენციის შემდეგ აკრედიტირებულ პრესას დაურიგდება პრესკარტები. მედიაცენტრში, რომელიც რუსთაველის თეატრში განთავსდება, შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებისთვის, ამიტომ სასურველია პრესის წარმომადგენლებმა პრესკარტები მიიღონ 21 ოქტომბერს "თბილისი მარიოტში".