ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს, მუშაობის სრულ დატვირთვაზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ერთდროულად 170 პაციენტს მოემსახურება.
რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში მიმდინარე წლის აპრილიდანა ჩაერთო. კლინიკა მოწყობილია 25 რეანიმაციულ საწოლზე, ცოტახნის წინ დაწესებულებას გადაეცა ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა.