საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
აღნიშნული პროგრამის გასაცნობად მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები. გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.