ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. იტყობინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
8 სექტემბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, "ჯასთ კაფესა" და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.
შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19“-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა",- ვკითხულობთ განცხადებაში.