სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაცია განათლების სამინისტრო ავრცელებს.
რეგისტრაცია 7 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერის 18:00 საათამდე გასტანს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - socreg.mes.gov.ge
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. კერძოდ:
მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).
პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.