კარანტინისა და იზოლაციის ვადა, შესაძლოა, 8 დღემდე შემცრდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მუშავდება რამდენიმე მექანიზმი და, შესაძლოა, ცვლილებები იყოს.
"კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.