21-22 ოქტომბერს თბილისში ,,ქალაქის მერებს შორის შეთანხმების~ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პირველი დედაქალაქია, რომელმაც ხელი მოაწერა 2008 წელს ინიცირებულ ,,ქალაქის მერებს შორის შეთანხმებას.~ შეთანხმების ხელმოწერა არის ოფიციალური დასტური ხელმომწერი ქალაქის ხელისუფლებისა, რომ ის მზადაა 20%-ით შეამციროს ჩO2-ის ემისია ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენების საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობს 150-ზე მეტი სტუმარი აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 45 ქალაქიდან, რაც გამოხატავს მათ აშკარა სურვილს, აქტიური როლი ითამაშონ იმ მზარდი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული და უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ყოველღიურ ცხოვრებაზე.K
კონფერენციას დაესწრებიან ისეთი დიდი ქალაქების წარმომადგენლები, როგორიცაა პარიზი, ვარშავა, ბარსელონა, ბურგასი და ლვოვი; წარმოდგენილნი იქნებიან შეთანხმების ხელმომწერი სხვა ქალაქებიც.
კონფერენციის ორგანიზატორია ევროკავშირი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჟურნალისტებისთვის ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე პრესკონფერენციას აწყობს.
პრესკონფერენცია გაიმართება სასტუმროში ,,რადისონ ბლუ" Oდარბაზი 6.