საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ყოფნისას ზღვაში იბანავა. მიხეილ სააკაშვილმა ზღვაში 3,5 კილომეტრზე მეტი გაცურა. პრეზიდენტმა წყლის ტენიანობის და ჰაერის ტემპერატურის დონე მოიწონა და განაცხადა, რომ ოქტომბერში ბათუმი მსოფლიოს ბევრ ცნობილ კურორტზე უკეთესია.
მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტის საშუალებით ბათუმის ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა ცნობილი ევროპული კურორტების მონაცემებს შეადარა.
სააკაშვილის განცხადებით, ბათუმი ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისთვის, რომ წელიწადში 6 თვე ტურისტებმა ზღვაზე დასვენება შეძლონ.
"ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ შემოგვყურებს შურისთვალით. იმიტომ რომ საქართველოში ასეთი ადგილები არსებობს. აჭარაში 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია ცურვა, გარუჯვა და მესტიაში თხილამურებზე სრიალი. წყალი არის სუპერ, ძალიან სასიამოვნო, ახლა ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ნიცაში, ხმელთაშუა ზღვაზე ასეთი წყალი არის სადღაც ივლისის ბოლოს", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მალე ბათუმში ქვიშის სანაპირო, ფუნიკულიორი, "ეიფელის კოშკი" და ახალი სასტუმროების ზოლი იქნება.