სიონის ტბაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კაცი ნავზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში გადავარდა დაიხრჩო.
"შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.