თბილისის მერია და "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" 21 ოქტომბერს ლუკ ბესონის და იან არტიუს ბერტრანდის დოკუმენტური ფილმის "სახლი" (Home) ჩვენებას გამართავს. ჩვენება ევროკავშირის CIUDAD პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
ფილმის ჩვენება კლიმატის კვირეულის ფარგლებში ტარდება და ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე რუსული ტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება წლის 21 ოქტომბერს 20:00 საათზე კინოთეატრ "ქოლგაში", (კინოს სახლი, მისამართი: ძმები კაკაბაძეების #2) გაიმართება.