21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან.
საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში ელჩები და ალიანსის სახალხო დიპლომატიის სამმართველოს წარმომადგენლები თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.
ღონისძიება 21 ოქტომბერს, 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში, 1-ლი სართულზე, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება.