საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ხეების დარგვის აქციას გამართავენ.
მერიის სამსახურის მიერ მოწოდებულ "ჰიმალაის კედრის" ჯიშის 300 ნერგს, საარჩევნო კომისიის წევრები და 100-ზე მეტი თანამშრომელი დანერგავს. აქციის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და მაგალითის მიცემა ყველა მოქალაქისთვის.