2010 წლის 4 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, კომპანია „უნივერსალ ქარდ კორფორეიშენ", პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრასთან" ერთად, აცხადებს მედია-კონკურსს თემაზე "თქვენი სურვილების ბარათი~.
კონკურსის მიზანია, მედიის საშუალებით მიაწოდოს ქართველ მომხმარებელს სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია გაყიდვების სტიმულირების, ბონუს და დაგროვებითი ბარათების შესახებ. კონკრეტულად კი უნივერსალური დაგროვების ბარათის „უნიქარდის" სიახლეების, შეთავაზებების, მისი უნიკალურობის, სარგებლიანობისა და მომხმარებლისთვის მომგებიანობის თაობაზე. კონკურსის ჟიური გამოავლენს საუკეთესო მედია პროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი და სხვ.).
კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია შემდეგი პრემიები: I პრემია - 1500 ლარი (1 ადგილი); II პრემია - 1000 ლარი (3 ადგილი); III პრემია - 400 ლარი (5 ადგილი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ მედია საშუალებით უკვე გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრის 2 ასლი კომპანია „ჯეპრაში" ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან ადგილზე მიტანით. დეკემბრის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
"თქვენი სურვილების ბარათი~ გამარჯვებულებს გამოავლენს და მედია-კონკურსის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისაგან შემდგარი ჟიური:
• ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, მედია საბჭოს წევრი
• რუსუდან ვაშაკიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი
• თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას" ორგზის ლაურეატი, ჟურნალ „თავისუფალი დროს" რედაქტორი
• სოსო გალუმაშვილი - კომპანია „ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, „თბილისის პიარ სკოლის" დამფუძნებელი და ლექტორი
კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალების განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:
• ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) - მაქსიმუმ 10 ქულა
• სფეროს შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხარისხი - მაქსიმუმ 5 ქულა
• კონკურსის თემასთან ("თქვენი სურვილების ბარათი~) შესაბამისობა - მაქსიმუმ 5 ქულა