ვენეციის საერთაშორისო 77-ე კინოფესტივალი დღეს გაიხსნება.
კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სახელგანთქმული ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ქეით ბლანშეტი იქნება.
წელს ფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" შოტლანდიელ მსახიობს ტილდა სუინტონს გადაეცემა.
ფესტივალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. სავალდებულო იქნება დისტანციის დაცვა, ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია. კინოდარბაზებში მაყურებლები დისტანციის დაცვით განლაგდებიან.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.