გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აწყობს ღონისძიებებათა კვირეულს გაეროს დღის, 24 ოქტომბრის, აღსანიშნავად.
წლევანდელი კვირეული ეძღვნება საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების მიმდინარეობას და ახალგაზრდობის მონაწილეობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
გაეროს წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო სემინარები სტუდენტებისათვის, გაეროს მოდელირება ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, გაიმართება არაფორმალური შეხვედრები ჟურნალისტებთან და მედია საშუალებების მთავარ რედაქტორებთან, და აგრეთვე გაეროს დახმარების პროგრამების ბენეფიციარებთან.
მასალის გამოყენების პირობები