საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას.
ამ წლების განმავლობაში თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
წარმატებებს გისურვებთ და მინდა ირწმუნოთ, რომ თქვენს შრომაზე, შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.