განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ევროატლანტიკურ სივცრეში ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
ეს განცხადება მან ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
,,ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ევროპულ სტანდარტებთან განათლების სისტემის მიახლოება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სფეროს მოდერნიზაციისთვის უდიდესი რესურსი იხარჯება. აუცილებელია, ახალგაზრდებს მივცეთ საერთაშორისო დონის განათლება, რათა მათ გლობალიზაციის პროცესში შეძლონ თანამედროვე გამოწვევების მიღება.''-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი შაშკინმა.
კონფერენციას სახელათ ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საზოგადოების როლი'', ესწრებოდნენ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დეიმონ ვილსონი, ამერიკის განვითარების სააგენტოს UშAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კავკასიის რეგიონში იოაკიმ პარკერი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი, საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტები.
დამსწრე საზოგადოებამ ასევე იმსჯელა შემდეგ თემებზე: ,,გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე'', ,,აშშ-სა და ევროპის პოლიტიკის კოორდინირება საქართველოსთან მიმართებაში'', ,,რეგიონული თანამშრომლობის/სტაბილურობის მხარდაჭერა'', ,,2008 წლის აგვისტოს შემდგომი სტატუსკვო: გამოწვევები და პერსპექტივები.''