მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგის გამოქვეყნებას დროებით წყვეტს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც იუწყებიან, რეიტინგის გამოქვეყნების დროებით შეწყვეტა უკავშირდება წინა ანგარიშებში აღმოჩენილ გარკვეულ უზუსტობებს.
უფრო კონკრეტულად კი საუბარია Doing Business-2018 და Doing Business-2020 ანგარიშებზე, რომელიც 2017 და 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მთლიანობაში კი ბოლო 5 წლის ანგარიშის გადამოწმება იგეგმება.
კონკრეტული უზუსტობების შესახებ ინფორმაციის გავრცლებისგან მსოფლიო ბანკი თავს იკავებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბანკმა დამოუკიდებელი აუდიტი უკვე მიიწვია, რათა ანალიზი ჩატარდეს და ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებლები ჩასწორდეს.
Doing Business-ის რეიტინგი ცალკეული ქვეყნების მიხედვით ბიზნესის განვითარების ანგარიშს ასახავს.