რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი უკან დაუბრუნა. ამის შესახებ ე.წ. ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წარმოამდგენლები ირწმუნებიან, რომ პატრიოტთა ალიანსის მისიის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ეს მისია განხორციელდა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შეტყობინების გარეშე. მსგავსი ქმედებები დაუშვებელია სანამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარება არ მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ლომაიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც მისი მტკიცებით ილორის ტაძარი მოილოცა.