26 აგვისტოს ბათუმი-თბილისის რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების" მონაწილეები თათა ლიჩელი (ფორტეპიანო) და გია ყანჩელის სახელობის კვარტეტი – თემურ ჯაიანის (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელის (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვის (ჩელო) შემადგენლობით გენერალურ რეპეტიციას გამართავენ.
რეპეტიცია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება და მას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეც დაესწრება.
"ღამის სერენადების" გახსნის კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. იგი იყო პროფესორი, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984).
სულხან ცინცაძემ მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც უდიდესი წარმატება მოუტანა. ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).
ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად, სცილდება ვიწრო ეროვნულ საზღვრებს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. იგი არის რამოდენიმე ოპერის, საფორტეპიანო და კინომუსიკის ავტორი, მაგრამ მისი ნამდვილი სტიქია გახლდათ სიმებიანი კვარტეტი. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დაგვიტოვა, როგორც მისი შემოქმედების ყველაზე დიდი საგანძური.
ათასობით მსმენელისთვის შესრულდება სულხან ცინცაძის 4 საფორტეპიანო პრელუდია და საკვარტეტო მინიატურები.
„ღამის სერენადების“ პირველ საკონცერტო საღამოზე აჟღერდება მორის რაველის ვალსი ფორტეპიანოსთვის და რობერტ შუმანის კვინტეტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისთვის, ოპ. 44
27 აგვისტოს „ღამის სერენადების“ გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა.
2 და 4 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს.
ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.
ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "არტ ალიანსი". ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია - კომპანია "არდი".
პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; კომპანია "პსპ", მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ღვინის კომპანია "Georgian Unique Wine" -2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი; კომპანია "სარაჯიშვილი"; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია", "არომატეკა".
პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; "არტარეა" ; ახალი ამბების სააგენტი "Pia.ge"; "ამბები.GE"; საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ–ტაიმი"; საინფორმაციო სააგენტო "GHN", ინტერნეტ მედია ჯგუფი – "ITV", "droni.ge" და "presa.ge", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today"; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა "Messenger"; "ჯორჯიან პრესი"; ვიდეოპორტალი "myvideo.ge"; ჟურნალი "სარკე"; გაზეთი "აჭარა"; რადიო "ფორტუნა" და პორტალი fortuna.ge.