სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მამაკაცი, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარით ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მისი ცხედარი სოფელში ადგილობრივებმა იპოვეს, რის შემდეგაც ის პროზექტურაში გადაასვენეს.