გერმანიის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების, ბერლინის "შარიტეს" კლინიკის ექიმები იუწყებიან, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლულია.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს კლინიკის განცხადებაზე დაყრდნობით, სადაც ამ დროისთვის, ალექსეი ნავალნი მკურნალობას გადის.
"კლინიკური გამოკვლევის შედეგები მიუთითებს ინტოქსიკაციაზე აქტიური ნივთიერებების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება" ქოლინესტერაზის ინჰიბიტორები", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
კლინიკის ინფორმაციით, ნივთიერების ზუსტი შემადგენლობა ჯერ კიდევ უცნობია. მიმდინარეობს შემდგომი ფართო ანალიზის პროცესი.
"პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას და კომაშია. მდგომარეობა კვლავ სერიოზულია თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი ცუდად ხუთშაბათს, თვითმფრინავში გახდა, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. მომხდარის გამო თვითმფრინავი ავარიულად ომსკში დაეშვა. აეროპორტიდან ნავალნი ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შაბათს დილით ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში.