სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტში გამოტანილი დასკვნა არასწორია.
„კერძოდ, რეგულირების სააგენტოს დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ ჩარევა, რომელიც განახორციელა პირველი ოპერაციის დროს ვახტანგ ყიფიანმა და აპირებდა განეხორციელებინა მეორე ოპერაციისას( რაც არ განხორციელდა ანესთეზიის ეტაპზე გართულების გამო) მიეკუთვნება ორთოპედ-ტრავმატოლოგის კომპეტენციას.
რაც არის არასწორი და რაზეც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები შესაბამისი პროფილის დარგობრივი ასოციაციების მიერ.
აღნიშნული ფაქტი 21 აგვისტოს წერილობით დაადასტურა ჯანდაცვის სამინისტრომ.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას, გაითვალისწინოს ეს ახალი გარემოება და დააყენოს ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა“, - წერია განცხადებაში.