შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის გამო ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" ხვალინდელ კონცერტს აღარ ჩაატარებს.
"შატილის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
25 აგვისტოს ოფიციალურ გლოვის დღედ გამოცხადების გამო, ხვალინდელი კონცერტი "არტეფაქტები" არ ჩატარდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ფოტო: სუხიშვილები