თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. საშუალო ასაკი არის 25 წელი. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. სამივე მათგანთან არის პოლიტრამვა. მათი მდგომარეობის პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.