თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მწუხარებას გამოვთქვამთ, 23 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფ. ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯამრთელებას", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.