პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს", – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.