დღეს, 20 ოქტომბერს, ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი პოლიციის აკადემიაში ჩატარდება. მას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე დაესწრებიან.
1000-მდე კონკურსანტს ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდება. კონკურსში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ. კონკურსს მოქმედი ტყის მცველებიც გაივლიან.
სპეციალური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, შერჩეული კონკურსანტები ორთვიან სტაჟირებას პოლიციის აკადემიაში გაივლიან. 2011 წლის 1-ლი იანვრიდან კი შესაბამის რეგიონულ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან.
ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი სატყეო სააგენტომ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა.