თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შორის ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საინტერესო და დაძაბული მატჩი მერიის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:3.
შეხვედრის მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.