თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ძევრისა და სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში უბნებს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ.
ძევრში ტურნირი აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურნირის მონაწილეებთან, გმირის მამასა და შვილთან ერთად მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ხსოვნას.
სიქთარვაში შეხვედრის დაწყებამდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მხატვრული ნომრები წარუდგინეს.
ფინალურ შეხვედრაში ძევრში კაკულაშვილების უბანმა, სიქთარვაში კი გუნდმა "მგლები" გაიმარჯვა. მონაწილე გუნდებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.