ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია, მათი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.
"დღეს დაგვემატა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, მათგან 4-ის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 შემთხვევა იპორტირებულია, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია და ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 20-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1128 ადამიანმა დაამარცხა კოვიდ ინფექცია. ამ ეტაპზე COVID ცენტრებში 140 ადამიანი მკურნალობს. მათგან კვლავ 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პაციენტი კი ამ დროისთვის 23 გვყავს”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.