თურქეთის ეროვნული გადამზიდავი Turkish Airlines-ი 29 აგვისტოდან თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ფრენები ერთი მიმართულებით, თბილისიდან სტამბოლში განხორციელდება.
"29 აგვისტოდან-26 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათს თბილისიდან სტამბოლის აეროპორტში ერთმხრივი ავიარეისები შესრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც იუწყებიან, ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.