საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ჰიჯრას ულოცავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ჰიჯრას - მთვარის კალენდრით ახალი წლის დასაწყისს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და მრავალი ბარაქიანი და მშვიდობიანი ახალი წელიწადის საზეიმოდ აღნიშვნას", - წერს ზურაბიშვილი.