თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენზიც ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს თებერვალში სასამართლოში უჩივლა.
ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო უჩივლა.
"თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით", - განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ირწმუნება, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში.
შეგახსენებთ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეიდან კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღების აჩერებს.