შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს შეხვდა. ამის შესახებ საელჩო სოციალური ქსელით იტყობინება.
"გუშინ ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოში ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა. მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთის ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.