დღეს, 20 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები ტარდება (10:00 საათიდან 17:00 საათამდე).
თსუ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს (ყველა სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორს) და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ამჟამად ირჩევს თსუ აკადემიური საბჭოს ერთ წევრს. ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტინში უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. კანდიდატების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია თსუ-ის ვებგვერდზე.