გამორიცხულია, მე არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას შექმნას. განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "კომენტარის" ეთერში.
მისი თქმით, ივანიშვილთან კოალიცია გამორიცხულია, რადგან 21-ე საუკუნეში ფეოდალური მმართველობა მიუღებელია.
"ოპოზიცია, რომელიც გამოაცხადებს და რომელსაც ჩაფიქრებული აქვს, რომ კოალიცია შეუქმნას მმართველ გუნდს, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის სატელიტი, რომელიც ოპოზიციის ნიღბის ქვეშ ევაჭრება „ქართულ ოცნებას“, რომ შევიდეს პარლამენტში და მერე „ქართულ ოცნებას“ ხმები მისცეს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს ამოცანა, რომ თავისი შექმნილი ან უკვე არსებული სატელიტი პარტიები ერთი, ორი ან სამი კაცით შეიყვანოს, ამით ჩაიწეროს ქულა, რომ ვითომ მრავალპარტიული პარლამენტია და მერე შექმნას კოალიცია.
გამორიცხულია, მე არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას შექმნას იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ფეოდალური მმართველობა არის მიუღებელი და ამავდროულად, არ ვაპირებ, მაგალითად, ხმები მივცე ნაციონალურ მოძრაობას თუ მარტო ის მოდის ხელისუფლებაში და პირობითად მარტო ჩემი ხმა სჭირდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.